დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა: ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

დიდი ბრიტანეთი ხელს შეუშლის რუსეთის წვდომას IT საკონსულტაციო სერვისებზე, თანამშრომლობას არქიტექტურაში, ინჟინერიაში, რეკლამასა და აუდიტში. გარდა ამისა, ბრიტანეთი იურიდიულ კონსულტაციასა და ტრანზაქციებზე წვდომას დახურავს.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთი ლეგალურადაა დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნებზე: ყველა სერვისის 85% იმპორტირებულია G7-ის ქვეყნებიდან ლონდონში,  „რომელიც საერთაშორისო იურიდიული ცენტრია“ და მასზე ამ იმპორტის 59% მოდის.

„შეზღუდვების შემოღების შემდეგ რუსული ბიზნესის საერთაშორისო დონეზე მუშაობის შესაძლებლობა შეზღუდულია“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ელვირა ნაბულინას. 

სამინისტროს ცნობით, ნაბულინამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „რუბლის გავრცელებაში უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებიც დროებით რუსეთის მიერ კონტროლდება". ასევე, დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში თითქმის 700 საქონლის ექსპორტი აიკრძალა. სიაში შედის ასობით პროდუქტი, რომლებიც რუსეთის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია. 

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. 

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.