რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი გენერალური დირექტორი რუსულმა პატრულმა დააკავა, - ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო უწყება „ენერგოატომი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იჰორ მურაშოვი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურიდან ქალაქ ენერგოდარში მიემართებოდა. მურაშოვი ავტომობილიდან გადაიყვანეს და თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
- დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას
- ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს
ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპის უმსხვილესი ელექტროსადგურია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.