ესპანეთში, ჟირონას უნივერსიტეტში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა, დაშავდა 18 ადამიანი. ამასთან, დაშავებულთა შორის 10 ბავშვია.
როგორც ცნობილია, ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ რა მოჰყვება კასრში თხევადი აზოტისა და ცხელი წყლის შერევას.
დაშავებულებს შორის არიან როგორც ერთ-ერთი მეცნიერი, ასევე მაყურებლები.