ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან გაზსადენების - TANAP-ის (16 მილიარდიდან 32 მილიარდამდე) და TAP-ის (10 მილიარდიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე) გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ამის გარეშე გაძნელდება დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირველ ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელმაც ევროპის ენერგეტიკული რუკა ხელახლა დახატა, კონტინენტზე ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტია. აზერბაიჯანი ამაყობს იმით, რომ ის მხარეა, რომელმაც სამხრეთის გაზის დერეფანი დაიწყო.
სამხრეთის გაზის დერეფანი მომხმარებლებს გაზს ახალი მარშრუტით, მათ შორის ახალი წყაროდან აწვდის. მანამდე ერთადერთი წყარო იყო შაჰ-დენიზის გაზის საბადო, რომელიც მდებარეობდა კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში. მაგრამ მალე წარმოება დაიწყება აზერბაიჯანის რამდენიმე სხვა გაზის საბადოზე, რაც ხელს შეუწყობს მიწოდების ზრდას“, - განაცხადა ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.