შვედეთის შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სახელმწიფო სააგენტომ (ISP) თურქეთში, იარაღის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმების შესახებ გამოაცხადა.
ISP-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთში იარაღის ექსპორტის დაშვებაზე გადაწყვეტილება, შვედეთის NATO-ში განაცხადის შესახებ ანკარის პოზიციის გამო მიიღეს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება ელექტრონიკის სფეროს პროდუქტებს, ასევე იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.