გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინა ლამბრეხტი პირველ ოქტომბერს უკრაინას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე უკრაინულმა მხარემ ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვზიტი უკრაინაში წინასწარ არ იყო გამოცხადებული.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ლამბრეხტი ოდესაში ჩავიდა და თავის უკრაინელ კოლეგას ოლექსეი რეზნიკოვს შეხვდა. რეზნიკოვმა ლამბრეხტთან შეხვედრა თავის Twitter-ში დაადასტურა.
ამ დროისთვის, გერმანის თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტზე, სხვა დეტალები ცნობილი არ არის.