ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო, ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე Facebook-ზე ავრცელებს.
„World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი“, – წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმმა ეს ტიტული 2019 წელსაც მოიპოვა.