მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გარდაცვლილი მთამსვლელების ცხედრები მესტიაში გადაასვენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ტურისტებთან კავშირი რამდენიმე დღის წინ გაწყდა.