2 ოქტომბერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსია და განაცადა, რომ საფრანგეთი დაეხმარება უკრაინას „სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენაში. ამასთან, პარტნიორებთან ერთად იმუშავებს აგრესორის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე.
ამის შესახებ უკრაინული მედია მაკრონის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინას სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ახალ სანქციებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ორივე პრეზიდენტმა ასევე განიხილა ზაპოროჟიეში არსებული ვითარება, რომელიც კვლავ ძალიან შემაშფოთებელია. მაკრონმა დაგმო რუსული ჯარების მიერ ქარხნის დირექტორის დაკავება.