NATO-ს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს განვახორციელებთ. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას გააკეთა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი ერთობლივი განცხადება NATO-ს ცხრა ქვეყნის ლიდერებისგან: ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. მათ დაგმეს რუსეთის ესკალაციის ნაბიჯები და, რაც მთავარია, მხარი დაუჭირეს ჩვენს მისწრაფებას, გავხდეთ NATO-ს სრულუფლებიანი წევრი.
ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს განვახორციელებთ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი.