თურქეთში წლიური ინფლაცია 24 წლიან მაქსიმუმზეა

თურქეთში სექტემბერში, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა და 83%-ს გადააჭარბა. ეს პროცესი ბოლო 16 თვის განმავლობაში ფიქსირდება.

Turkstat-ის ცნობით, საცხოვრებლისა და კომუნალური მომსახურების ღირებულება ქვეყანაში 84,7%-ით გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება - 117,7%-ით, ენერგეტიკის ფასი 133%-ით გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 93,1%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასების ზრდამ თურქეთში წინა თვესთან შედარებით 3.1% შეადგინა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 1,5% იყო.

ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 18,562 ლირა შეადგინა.