რუსეთის მოქალაქეებმა ფინეთში ბანკომატები გამოაცარიელეს. Nosto-ს ქსელმა ჩინური UnionPay-ის ბარათების მომსახურება შეწყვიტა

ფინურმა ბანკომატების ქსელმა Nosto-მ 3 ოქტომბრიდან UnionPay-ის გადახდის სისტემიდან ბარათების მომსახურება შეწყვიტა.

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსებმა ბანკომატები გამოაცარიელეს“ Nosto-ს ქსელიდან, რომლებიც ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით - რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან მდებარეობს. 

Nosto-ს ინფორმაციით, ამ ბანკომატებში დეპონირებული ნაღდი ფული, რუსეთის მოქალაქეებმა იმდენად სწრაფად გამოიტანეს, რომ რამდენიმესაათიანი დეფიციტი შეიქმნა. „გატანილი თანხები იმდენად დიდი იყო, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ კერძო რუსი ტურისტები,“, - აცხადებენ კომპანიაში.

Nosto ქსელმა UnionPay-თან თანამშრომლობა, 2020 წლის ივნისში დაიწყო. 

ჩინური გადახდის სისტემის UnionPay-ის პოპულარობა რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ რაც Visa-მ და Mastercard-მა სანქციების გამო რუსულ ბანკებთან მუშაობა შეწყვიტეს.