ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი იგორ მურაშოვი გაათავისუფლეს.
გროსიმ Twitter-ზე დაწერა, რომ მან „მიიღო ინფორმაცია, რომ ბ-ნი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა ოჯახთან".
რუსმა სამხედროებმა მურაშოვი 30 სექტემბერს ZNPP-დან ენერგოდარისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მანქანა გააჩერეს და სადგურის დირექტორი თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ კვირას, საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან მურაშოვის დაკავების საკითხი განიხილა.