მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ელონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთი შესაძლო, თუმცა ნაკლებად სავარაუდო შედეგი შესაძლოა, ბირთვული ომი იყოს.
ამავდროულად, მასკმა მხარეებს ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ შესთავაზა:
„განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ“ (რუსეთი იხსნება, თუ ხალხის ნება ასეთია); ყირიმი ფორმალურად გახდება რუსეთის ნაწილი (მასკი თვლის, რომ „ასე იყო 1783 წლიდან ხრუშჩოვის შეცდომამდე“); უზრუნველყოფილია ყირიმისთვის წყლის მიწოდება; უკრაინა ნეიტრალურ სახელმწიფოდ რჩება.
მასკი აღიარებს, რომ „საბოლოოდ, ძალიან სავარაუდოა, რომ შედეგი სწორედ ასეთი იქნება – ერთადერთი საკითხია, რამდენი ადამიანი მოკვდება მანამდე“.
ამასთან, ბიზნესმენმა თავისი „წინადადებების ქვეშ“ კენჭისყრის ფორმა და ვარიანტები გამოაქვეყნა: „დიახ“ და „არა“.
მოსკოვის დროით 20:20 საათისთვის ხმა მისცა დაახლოებით 530 ათასმა მომხმარებელმა, მათგან 55%-ზე მეტი წინააღმდეგი იყო, ხოლო დაახლოებით 44% მომხრე.