Associated Press-ისა და PBS-ის ერთობლივი გამოძიების თანახმად, რუსეთმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ოპერაცია ჩაატარა, რათა უკრაინული მარცვლეული მოეპარა. საუბარია სულ მცირე, 530 მილიონი დოლარის მარცვლეულზე.
უკრაინული მედია წერს, რომ AP-მა და PBS-მა სატელიტური გამოსახულება და საზღვაო რადიოს მონაცემები გამოიყენეს.
გამოძიების ინფორმაციით, „მასობრივ კონტრაბანდის ოპერაციაში“ ჩართულები არიან სახელმწიფო კომპანიები და ბიზნესმენები რუსეთსა და სირიაში. ზოგიერთ მათგანს უკვე ემუქრება ეკონომიკური სანქციები აშშ-სა და ევროკავშირისგან.
კიევმა და მოსკოვმა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებებს 22 ივლისს მოაწერეს ხელი.