ავსტრიის ვიცე-კანცლერი: სასტიკ დაპყრობით ომში ნეიტრალიტეტი შეუძლებელია

ავსტრიის ვიცე-კანცლერმა ვერნერ კოგლერმა, ავსტრიის პარლამენტის დეპუტატებს ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არ შეიძლება რუსეთის დაპყრობით ომში უკრაინის წინააღმდეგ ნეიტრალური იყოს.

„ისინი, ვინც არაფერს აკეთებენ, მასობრივი მკვლელობების, გაუპატიურებისა და გატაცებების თანამონაწილეები არან. აქ არ შეიძლება იყოს ნეიტრალიტეტი", - თქვა კოგლერმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები იმუშავებს, მაგრამ გამძლეობაა საჭირო. ამის გასაღები არის მწვანე ენერგიაზე გადასვლა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს უფრო დიდ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

კოგლერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანქციების გარეშეც გამოიყენებს გაზის მიწოდებას იარაღად.