ბოლო ერთ თვეში, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 35 719 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

30 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 35 719 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 20 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"30 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 35 719 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 20 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 43 189 ადამიანი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2019 წლსის 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის ხელისუფლებამ შეატყობინა, რომ 11-მილიონიან ქალაქ უხანში პნევმონიის მსგავსი ახალი დაავადება გავრცელდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ გავრცელების ცენტრი ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო. 2020 წლის 1 იანვარს ის დახურეს.

9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უხანის ეპიდემიის მიზეზი იყო COVID19-ის აქამდე უცნობი ტიპი. ეს გახლავთ ვირუსების ფართო ოჯახი, რომელშიც შედის როგორც ზოგადი გაციება, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი უფრო სერიოზული დაავადება.