სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართული შეხვედრისას ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსში მობილიზაცია არ არის საჭირო. ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო მედია იტყობინება.
„ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს", - აცხადებს ლუკაშენკო.
შეხვედრაზე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ბელორუსი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს. თუმცა უარყოფს, რომ ბელორუსი უკრაინაში ჯარებს აგზავნის რუსეთის დასახმარებლად. მისი თქმით, მონაწილეობა მოიცავს დაჭრილების მკურნალობას, ლტოლვილების მიღებას და კონფლიქტის ბელორუსის ტერიტორიაზე გავრცელების პრევენციას.