თეირანი აცხადებს, რომ ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული პატივისცემის აუცილებლობას

თეირანი აცხადებს, რომ ირანი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული პატივისცემის აუცილებლობას.

ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ კანანმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანი მხარს უჭერს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ და ყოველთვის აცხადებდა მზადყოფნას, დაეხმაროს ამგვარი გადაწყვეტის მიღწევას.

კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა, თავის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, ხაზს უსვამს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სრულად პატივისცემის აუცილებლობას, როგორც საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპებისა და მიზნების ფუძემდებლური ნორმისადმი”, - ნათქვამია განცხადებაში.

პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად 30 სექტემბერს გააფორმა.