ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, ვიდრე კიევი არ გაიმარჯვებს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელებს ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე, შეუძლიათ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ.
„ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ მანამ, ვიდრე ბოლო რუსულ ტანკს ბრძოლის ველიდან უკრაინული ტრაქტორი არ გაათრევს“, - თქვა კლერლიმ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად სტრატეგიული გამძლეობაა საჭირო.
„იმიტომ, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ყველა პოტენციურ აგრესორი მიიღებს შეტყობინებას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მყიფეა. ჩვენ არ უნდა გავუგზავნოთ ეს გზავნილი მსოფლიოს”, - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს მიმართა: „და თუ თქვენ უსმენთ ამ გამოსვლას, ბატონო პუტინ თუ ბატონო ლავროვ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა ან ყირიმის ანექსიას“, - დასძინა მან.