არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, თურქეთმა ბულგარეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, რადგან ხშირია სატვირთო მანქანებით მიგრანტების შეპარვის შემთხვევები. ამის შესახებ Hurriyet Daily News წერს.
2,5 მეტრი სიმაღლის მავთულის ღობე კაპიკულეს მახლობლად, ბულგარეთის სასაზღვრო გადასასვლელთან ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ედირნეში აშენდა.
გამოცემის ცნობით, გაიზარდა სათვალთვალო კამერებისა და არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ უსაფრთხოების გაზრდილი ზომების ფარგლებში, დაცვის მექანიზმი გაძლიერდა.