თბილისის მერია რამდენიმე მეტროსადგურში, შშმ პირთა ადაპტაციის პროექტს განახორციელებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიისთვის“ (CDIA) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ჩართულობით, ჩავატარეთ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ინვესტიციების გაგრძელება თბილისის მეტროს სისტემაში. პირველ რიგში, ჩვენ უსაფრთხოების მიმართულებამოვაწესრიგეთ.
დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელები მთლიანად განახლდა, შეიცვალა. ასევე, მოწესრიგდა მეტროს გამნიავებელი სისტემები – ახალი აგრეგატები დაყენდა,თუმცა, რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან მეტროს განახლება ბევრი მიმართულებით სჭირდება.
პროექტის ძირითადი მიზანია, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მიმზიდველობის ზრდა, მათ შორის, ეს გულისხმობს მეტროპოლიტენის გარკვეული სადგურების ადაპტაციას შშმ პირთა მოთხოვნილებებზე“, – განაცხადა კალაძემ.