ჩვენ შევძელით პოსტპანდემიურ პერიოდში, 2022 წელს, ფაქტობრივად, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა და ტურიზმის აღდგენა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის გამო, ყველაზე დაზარალებული სექტორი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები აღმოჩნდა.
"ტურიზმი სწორედ ის სექტორია, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და ფაქტობრივად, მოსახლეობის ყველა ფენას ეხება და რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა.