Mastercard-მა კრიპტოთაღლითობის დასაბლოკად, სპეციალური სერვისი შექმნა

Mastercard-ი ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას ნერგავს, რომელიც ბანკებს კრიპტოვალუტის ბირჟებზე თაღლითობისკენ მიდრეკილი ტრანზაქციების დაბლოკვაში დაეხმარება.

Crypto Secure სერვისი, რომელიც ბანკებს კრიპტოვალუტის სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებული დანაშაულის რისკების შეფასებაში ეხმარება, ბლოკჩეინი CipherTrace-ის სტარტაპია, რომელიც Mastercard-მა გასულ წელს შეიძინა.

ამავდროულად, სერვისი დანაშაულის რისკის დასადგენად ხელოვნური ინტელექტის „კომპლექსურ“ ალგორითმებს იყენებს. 

CNBC აღნიშნავს, რომ Mastercard-ი სერვისის გამოყენებას, ციფრული აქტივების ახალ ბაზარზე, კრიმინალის ზრდის ფონზე იწყებს.

ბლოკჩეინის ანალიტიკური კომპანიის Chainalysis-ის მონაცემებით, კრიპტო აქტივების რაოდენობა საფულეებში, კრიმინალური კავშირებით გასულ წელს რეკორდულ $14 მილიარდამდე გაიზარდა.