ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტში შვედმა დეპუტატმა, თმა მოიჭრა

ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტში შვედმა დეპუტატმა, ცენტრისტული პარტიის წევრმა, აბირ ალ საჰლანიმ თმა მოიჭრა.

„ვიდრე ირანელი ქალები არ იქნებიან თავისუფალნი, ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სტრასბურგში გამართულ სესიაზე, რომელზეც ირანში არსებული ვითარება განიხილებოდა.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში, მასობრივი პროტესტის ტალღა მოყვა. ამასთან, როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციების დაწყების შემდე,გ ქვეყანაში 133 ადამიანი დაიღუპა.