"დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8043 ლარი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7712 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.