თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მესამე ქვეყნებში 200 ათასი ჯავშანჟილეტისა და 500 ათასი ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობდა, მაგრამ თურქეთისგან უარი მიიღო.
„ჩვენი პარტნიორებისგან, თურქეთისგან ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსები ცდილობდნენ მესამე ქვეყნების მეშვეობით შეეძინათ 200,000 ჯავშანჟილეტი და 500,000 ზამთრის ტანსაცმელი. ეს ნიშნავს, რომ მათ ამის პრობლემა აქვთ.
სხვათა შორის, თურქმა პარტნიორებმა უარით უპასუხეს მათ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.