უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, მარკ მილისთან განიხილა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, „სიტუაცია რთულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადი და ვითარდება უკრაინის გეგმის მიხედვით“.
მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ჯარების იარაღითა და მასალით მომარაგების საკითხი.
„მე მქონდა საუბარი გენერალ მარკ მილისთან, გაერთიანებული შტაბის უფროსებთან, განვიხილეთ არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების ანალიზის ჩათვლით“, - დაწერა ზალუჟნიმ სოციალურ ქსელში.
ზალუჟნიმ და მილიმ სატელეფონო საუბარი ორ ოქტომბერსაც გამართეს.