თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ტრანსანატოლიური მილსადენით (TANAP) გაზის მიწოდების გაორმაგებაზე შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.
სტამბოლში, აზერბაიჯანი-თურქეთის მეორე ენერგეტიკულ ფორუმზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დონმეზმა აღნიშნა, რომ TANAP-ით გაზის მიწოდება გაიზრდება არსებული 16-დან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში.
თურქეთს შეეძლება, გამოიყენოს სატუმბი გაზის დამატებითი მოცულობების ნაწილი, განაცხადა თურქმა მინისტრმა.
TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის.
TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით.