ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 6 ოქტომბრიდან ქვეყანაში ფასების ზრდის აკრძალვის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან ინფლაციის თემაზე ეკონომიკურ ბლოკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იტყობინება BelTA.
ადგილობრივი მედიის ცნობით, „ლუკაშენკომ ამ სფეროში არასაკმარისი კონტროლის გამო, პასუხისმგებელი პირები გააკრიტიკა“.
ლუკაშენკომ არ გამორიცხა, რომ საჭირო გახდეს გამონაკლისების დაშვება და დაადგინა პასუხისმგებელი პირების წრე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები.