Le Figaro: კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო, რუსეთმა საფრანგეთის ელჩი დაიბარა

Le Figaro წერს, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო, რუსეთმა საფრანგეთის ელჩი დაიბარა.

„რუსულმა მხარემ მიუთითა „კიევის რეჟიმისთვის“ იარაღისა და აღჭურვილობის გაზრდილი მიწოდების საფრთხეებზე, ასევე უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო პროგრამების გააქტიურებაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საფრანგეთმა უკრაინას 18 თვითმავალი ჰაუბიცა (Ceaser) მიაწოდა.  Le Monde-ის ცნობით, საფრანგეთი ემზადება უკრაინაში დამატებით 6-დან 12-მდე კეისრის ჰაუბიცის გასაგზავნად.