ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. 

მედიის ცნობითვე, ალიევი დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. '

მანამდე აზერბაჯანის პრეზიდენტი პრაღაში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრეზიდენტს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. '

პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი.

გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.