თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის ომის სამშვიდობო პროცესში ძალისხმევის გამოჩენისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილეს.
„სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინის საკითხის სამშვიდობო გადაწყვეტაში ძალისხმევის გამოსაჩენად“, - აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიაში.
ბოლოს ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბარი 29 სექტემბერს შედგა.