უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, Starlink-ის ტერმინალების მუშაობის შეფერხების შესახებ აცხადებენ. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.
„Starlink-ი შეფერხებით მუშაობდა მაშინაც, როდესაც მებრძოლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში შეიჭრნენ.
პრობლემები იყო ფრონტის ხაზის გასწვრივ ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.
კომუნიკაციის წარუმატებლობამ „წითელ ხაზზე“ მყოფი ჯარისკაცების პანიკური ზარები გამოიწვია“, - წერს გამოცემა.
ახლა უკრაინაში Starlink-ის 18 ათასი სადგურია. Starlink-ის ქსელი უკრაინელებს ეხმარება ყოველთვის კონტაქტზე იყვნენ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რთულ პირობებში იმუშავონ.