აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩმა ბონი დ. ჯენკინსმა თბილისში ვიზიტი შეაფასა.
„პროდუქტიული ვიზიტი მქონდა საქართველოში. მადლიერი ვარ ელჩ დეგნანის და საელჩოში მისი გუნდის, ასევე, ყველა თანამშრომლის, მათი მხარდაჭერისა და დაუღალავი შრომისთვის რეგიონში“, - განაცხადა ჯენკინსმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. საქართველოში ჯენკინსის ვიზიტი 7 ოქტომბერს დასრულდა.