ტაივანზე ნაწილობრივი კონტროლი პეკინს უნდა გადაეცეს, - Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ტაივანსა და ჩინეთს შორის კონფლიქტის მოგვარების ინიციატივით გამოვიდა.
„ჩემი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას სპეციალური ადმინისტრაციული ზონა ტაივანისთვის, რომელიც იქნება საკმაოდ მისაღები, თუმცა, შესაძლოა, ვიღაც კვლავ არ იყოს ბედნიერი... ჩემი აზრით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ისინი მიაღწევენ შეთანხმებას, გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ჰონგ-კონგის შემთხვევაში გაფორმდა“, - განაცხადა მასკმა.
- 3 ოქტომბერს, ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმაც“ წარმოადგინა.
ცნობისთვის, 1997 წელს ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი ჩინეთის პროტექტორატის ქვეშ დაბრუნდა და 2047 წლამდე ფართო ავტონომიის გარანტია მიიღო.