თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებას შესაძლებლად მიიჩნევს.
მისი თქმით, მოსალოდნელი იყო მოლაპარაკებების პროცესის შეჩერება. თუმცა, „მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, რაღაც მომენტში განახლდება“.
„საკითხავია, როდის დავუბრუნდებით ამას და რა ზარალი იქნება მანამდე?“ - თქვა აცხადებს კალინი.
როგორც კალინმა აღნიშნა, მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობისას უკრაინის გარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პუნქტია.
„როგორც ჩვენ გვესმის, ვლადიმერ პუტინს სურს დადოს ახალი დიდი გარიგება დასავლეთთან. ამის ნაწილი, უეჭველია, ეხება უკრაინას. მაგრამ უფრო დიდი საკითხი ნამდვილად არის შეთანხმება რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის", - აღნიშნა ერდოღანის პრესმდივანმა.