შარლ მიშელი ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეწვევა. მიშელმა ყაზახეთსა და უზბეკეთში მომავალი ვიზიტების შესახებ Twitter-ზე დაწერა. 

მან აღნიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოკაევის მიწვევით, 26-27 ოქტომბერს ასტანაში იქნება, 28 ოქტომბერს კი ტაშკენტს ეწვევა პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან სასაუბროდ.

„ევროკავშირი მზადაა გააღრმავოს კავშირები ცენტრალურ აზიასთან და მხარი დაუჭიროს რეგიონულ თანამშრომლობას“, - წერს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი.