გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა ლიეტუვაში ვიზიტისას, განაცხადა, რომ NATO-მ მეტი უნდა გააკეთოს ერთობლივი უსაფრთხოებისთვის, რათა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი აგრესიული ქმედებებისგან, თავი დაიცვას.
„ჩვენ, NATO-მ, მეტი უნდა გავაკეთოთ საერთო უსაფრთხოებისთვის, რადგან არ ვიცით, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პუტინის მეგალომანია“, - თქვა ლამბრეხტმა ბალტიისპირეთში დისლოცირებულ გერმანელ სამხედროებთან შეხვედრისას.
ლიეტუვის რუკლას სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ რუსული მუქარა მსუბუქად არ უნდა იყოს მიღებული და გერმანია NATO-ს პარტნიორების დაცვის ვალდებულებების ერთგული დარჩება.
„ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მუქარა ლიეტუვის მიმართ, რომელმაც ევროპული სანქციები დააწესა კალინინგრადის საზღვარზე. ეს შორს არის პირველი საფრთხეებისგან და ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და მომზადებული ვიყოთ“, - განაცხადა კრისტინ ლამბრეხტმა.