„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ისევ კახა კალაძე იქნება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება. ყრილობის გადაწყვეტილებით, კალაძემ პარტიაში ეს თანამდებობა ისევ შენარჩუნა.

პარალელურად, კახა კალაძე პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც რჩება.

ამასთან, ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე იქნება, რომელიც ამავდროულად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ყრილობა გამართა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს.