NATO-მ უნდა იმუშაოს თავდაცვის გაძლიერებაზე, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა CNN-ის ცნობით.
„სერიოზულ დროში ვცხოვრობთ და ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად გვაქვს ხარვეზები. საჰაერო თავდაცვა არის ერთ-ერთი ისეთი სფერო, სადაც აუცილებელია მოქმედება“, - განაცხადა ლამბრეხტმა ლიეტუვაში დისლოცირებული გერმანიის ჯარების მონახულებისას.
გერმანიამ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ გამოაცხადა, მათ შორის არის IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა და სულ 100 ტანკი.
მესივე თქმით, უსაფრთხოების გაზრდილი საფრთხის გათვალისწიებით, გერმანია ასევე შექმნის ახალ ქვეით ბრიგადას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლება, ლიეტუვაში სწრაფად განლაგდეს.