ყირგიზეთმა თავის ტერიტორიაზე დაგეგმილი ОДКБ-ს წვრთნები გააუქმა

ყირგიზეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების სამხედრო წვრთნები, რომელიც თავდაპირველად მის ტერიტორიაზე, ოქტომბერში უნდა გამართულიყო.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

წვრთნების გაუქმების მიზეზი არ დაკონკრეტებულა.


14-17 სექტემბერს ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სამხედროებს შორის მასშტაბური შეტაკება მოხდა. კონფლიქტის შედეგად, ყირგიზეთის 63 მოქალაქე დაიღუპა, თითქმის 200 დაშავდა. ტაჯიკეთის მოსაზღვრე სოფლების 140 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები.

18 სექტემბერს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაჯიკეთი შეიარაღებულ აგრესიაში დაადანაშაულა. იგივე ბრალდებებს უყენებდა ტაჯიკეთი ყირგიზეთს.

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო კონფლიქტის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა.

ამის შემდეგ ყირგიზეთის ხელისუფლებამ მოუწოდა CSTO-ს, აქტიური მონაწილეობა მიეღო დაძაბული სიტუაციის მოგვარებაში. ყირგიზეთმა ასევე მოუწოდა CSTO-ს, შეეცვალა ნორმატიული დოკუმენტები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილბეული შეიარაღებული თავდასხმები და სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) სომხეთს, ბელორუსსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს აერთინებს.