რუსეთის პრეზიდეტი ვლადიმერ პუტინი ხშირად ხვდება ბელორუსის დიქტატორს ალექსანდრე ლუკაშენკოს და ცდილობს, დაარწმუნოს ის, რომ სრულად შეუერთდეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელორუსის ექვსი ბატალიონი (დაახლოებით 6000 კაცი) უკრაინის საზღვართან არის განლაგებული.
ლუკაშენკოს რეჟიმი არის რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მონაწილე უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის სამხედრო ტრანზიტს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელორუსი ახლა ემზადება 20 000-მდე რუსი ჯარისკაცის მისაღებად, რათა რეგიონში უკვე განლაგებული დანაყოფები შეავსოს.
4 ოქტომბერს ლუკაშენკომ უკრაინა ბელორუსის საზღვართან 15 000 ჯარისკაცის თავმოყრაში დაადანაშაულა და ამ ნაბიჯს „პროვოკაცია“ უწოდა.