თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შესაძლოა, უახლოეს მომავალში თურქეთს ეწვიოს. მან აღნიშნა, რომ ვიზიტი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით შედგება.
„ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რათა ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდეს", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.