შალვა პაპუაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტ მედნეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებზე.

"პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით.

ელჩმა დაადასტურა ლატვიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი და ამ პროცესში საქართველოს გვერდში დგომის მზაობა გამოხატა", - ნათქვამია ინფორმაციაში.