კრემლი კიევზე სარაკეტო იერიშის შემდეგ: პუტინმა და ერდოღანმა შესაძლოა, რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების საკითხი განიხილონ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შესაძლოა, რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის საკითხი განიხილონ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
 
პესკოვმა, ასტანაში აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა. 
 
„რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის თურქეთში მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობაზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს“, -  განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა.
 
პესკოვის თმით, მოსკოვი და ვაშინგტონი არ განიხილავდნენ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გამართვის საკითხს. ამასთან, „რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის თურქეთში მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობაზე არ არის კონკრეტიკა“, - აღნიშნა პესკოვმა.