საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ რუსეთი თავისი ქმედებებით, არგუმენტებს ართმევს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან.
„ყოველთვის, გადაწყვეტილების მიღებამდე, ვიღაც ყოყმანობს. ასე იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ განაცხადზეც, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღეს. ასე იქნება NATO-ში გაწევრიანებაზეც", - განაცხადა კულებამ.
„მაგრამ რუსეთის დღევანდელი ქმედებები, რა თქმა უნდა, ართმევს ზოგიერთ სკეპტიკოსს არგუმენტებს უკრაინის NATO-ში განაცხადის წინააღმდეგ“, - დასძინა მინისტრმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის მიერ NATO-ში დაჩქარებული შესვლის განაცხადის ხელმოწერის შესახებ გამოაცხადა.