აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სატელეფონო საუბრისას, 10 ოქტომბერს, უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმა განიხილეს. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
ჯო ბაიდენმა დაგმო რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის, მათ შორის კიევის ტერიტორიაზე და დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთან მიმართებით სამძიმარი გამოთქვა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინას მხარდაჭერას თავდაცვისთვის გასაძლერებლად, მათ შორის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებით.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მუდმივად ჩართულია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა რუსეთს დამატებითი სანქციები და სამხედრო დანაშაულზე პასუხისმგებლობა დაეკისროს. პარალელურად კი უზრუნველყოფილი იყოს უკრაინას უსაფრთხოება და ქვეყანამ ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს.