მსოფლიოში ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ევროპის კონტინენტისთვის თურქეთი შეუცვლელია. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
„მსოფლიოში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ თურქეთი შეუცვლელია ევროკავშირისა და ევროპის რეგიონისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, პრაღაში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეებმა, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ანკარის როგორც შუამავალის როლს მაღალი შეფასება მისცეს.