პოლონეთი თავის მოქალაქეებს ბელორუსის დატოვებას ურჩევს

პოლონეთი თავის მოქალაქეებს ბელორუსის დატოვებისკენ მოუწოდებს.

„პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ვურჩევთ, დატოვონ მისი ტერიტორია ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებებით“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ვარშავასა და მინსკს შორის ურთიერთობა 2021 წელს გაუარესდა, როდესაც პოლონეთმა თავისი აღმოსავლელი მეზობელი დაადანაშაულა საზღვარზე მიგრანტების კრიზისის ორკესტრირებაში. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.